"როცა წაქცეულ ადამიანს რამდენიმე სპეცრაზმელი ურტყამს, ამაზე დიდი სულმდაბლობა და ამაზრზენი ქცევა, ცოტა რამ შეიძლება იყოს" - რას წერს პროკურორი დავით ნეფარიძე?
პროკურორი დავით ნეფარიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს და აკრიტიკებს სპეცრაზმელებს. მისი თქმით, ამორალური საქციელია, როდესაც წაქცეულ ადამიანს ურტყამ.
"როდესაც წაქცეულ ადამიანს რამდენიმე სპეცრაზმელი ურტყამს, როდესაც დაკავებულ ადამიანს სცემენ, ამაზე დიდი სულმდაბლობა, ამორალური და ამაზრზენი ქცევა, ცოტა რამ შეიძლება იყოს. არა ყველაფერს, რაც გვყოფს!" - წერს დავით ნეფარიძე.