"ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს და..." - რას აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი?! - კვირის პალიტრა

"ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს და..." - რას აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი?!

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უკრაინის შესახებ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობის დადასტურებისთვის მადლობა გადაუხადა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს.

„ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პირველ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობის დადასტურებისთვის მადლობა გადავუხადე. მხოლოდ უკრაინაში სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას შეუძლია ჩვენი საერთო რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

"ინტერპრესნიუსი"