"ნაცები" და "ლელო" რომ იდგნენ, იმათ გვერდით უნდა დადგეო და მე იმათთან რა კავშირში ვარ?" - ვინ და რატომ არ მისცა სანდრო რაქვიაშვილს მიტინგზე გამოსვლის უფლება? - კვირის პალიტრა

"ნაცები" და "ლელო" რომ იდგნენ, იმათ გვერდით უნდა დადგეო და მე იმათთან რა კავშირში ვარ?" - ვინ და რატომ არ მისცა სანდრო რაქვიაშვილს მიტინგზე გამოსვლის უფლება?

გუ­შინ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე ხალ­ხმრა­ვა­ლი აქ­ცი­ის დროს, პარ­ტია "გირ­ჩის“ "ფე­ის­ბუქჯ­გუფ­ში" მხარ­დამ­ჭე­რებ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ვი­დეო, რო­მელ­შიც დე­პუ­ტა­ტი სან­დრო რაქ­ვი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მას სცე­ნა­ზე ას­ვლი­სა და სი­ტყვით გა­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა ბაია პა­ტა­რა­ი­ამ და ბექა ყორ­ში­ამ არ მის­ცეს.

"მო­ვე­დი და ვთხო­ვე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, სი­ტყვით გა­მოს­ვლა მინ­და-მეთ­ქი. ბევრ დროს არ წა­გარ­თმევთ, ხალ­ხს მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო, ასე­ვე მო­ვუ­წო­დო - მეთ­ქი... რა­ზეც მი­თხრეს, რომ არ შე­იძ­ლე­ბო­და, უფრო სწო­რად ბექა ყორ­ში­ამ მი­თხრა ეს, და­ნარ­ჩე­ნე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გი არ იყ­ვნენ. - პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­დი­ოდ­ნე­ნო.

რომ ვკი­თხე, აქ "ნა­ცე­ბი" იდ­გნენ და "ლელო" იდგა-მეთ­ქი, ამა­ზე მი­თხრეს, კი, შე­იძ­ლე­ბა, ოღონდ თუ ერ­თად იქ­ნე­ბი­თო. მე თუ "ნა­ცე­ბის" გვერ­დით დავ­დგე­ბო­დი მა­შინ შე­იძ­ლე­ბა გამ­მარ­თლე­ბო­და და მექ­ნე­ბო­და სი­ტყვა, თუმ­ცა რად­გან მარ­ტო მინ­დო­და გა­მოს­ვლა, არ შე­იძ­ლე­ბა. რო­გორც მი­ნი­მუმ გა­სა­გე­ბი გახ­და, ვინ წყვეტს და ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში ბექა ყორ­შია...“

მე­ო­რე ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც ჯგუფ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ჩანს, რომ რაქ­ვი­აშ­ვილს სცე­ნას­თან უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ბაია პა­ტა­რა­ია და ბექა ყორ­შია ესა­უბ­რე­ბი­ან.

წუ­ხელ მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტის დე­ტა­ლებ­ზე სან­დრო რაქ­ვი­აშ­ვილს ტე­ლე­ფო­ნით და­ვუ­კავ­შირ­დით.

- ბა­ტო­ნო სან­დრო, ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ სცე­ნას­თან ბაია პა­ტა­რა­ი­ას და ბექა ყორ­ში­ას ესა­უბ­რე­ბით, მათ გი­თხრეს უარი სი­ტყვით გა­მოს­ვლა­ზე?

- კი ბა­ტო­ნო, მეტი ვინ მე­ტყო­და.

- რისი თქმა გინ­დო­დათ სცე­ნი­დან და რა­ტომ გი­თხრეს უარი?

- ჩემს ვი­დე­ო­ში ამა­ზე დე­ტა­ლუ­რად ვსა­უბ­რობ. ბა­ი­ამ მი­თხრა, უბ­რა­ლოდ, - არაო. ბექა ყორ­ში­ამ სხვებ­თან ერ­თად უნდა გა­მოხ­ვი­დე, ცალ­კე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია არაო. "ნა­ცე­ბი" და "ლელო" რომ იდ­გნენ, იმათ გვერ­დზე უნდა დად­გეო და მე იმათ­თან რა კავ­შირ­ში ვარ. ეს იყო არ­გუ­მენ­ტი. გააგრძელეთ კითხვა