ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც აბრალებენ "სახელმწიფო ღალატს საქართველოს სასარგებლოდ“ - კვირის პალიტრა

ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც აბრალებენ "სახელმწიფო ღალატს საქართველოს სასარგებლოდ“

აფხა­ზეთ­ში, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმ­მა და­ა­კა­ვა პირი, რო­მელ­საც აბ­რა­ლე­ბენ "სა­ხელ­მწი­ფო ღა­ლატს სა­ქარ­თვე­ლოს სა­სარ­გებ­ლოდ“.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ დღეს, 14 მა­ისს, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, "სა­ქარ­თვე­ლოს და აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე“ კახა მუ­რა­დო­ვი გაგ­რა­ში ჯერ კი­დევ 24 აპ­რილს და­ა­კა­ვეს.

მათი მტკი­ცე­ბით, მუ­რა­დო­ვის სახ­ლის ჩხრე­კი­სას "ამო­ღე­ბუ­ლია ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­უ­თი­თებს მის სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ ჯა­შუ­შურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე“, თუმ­ცა ჩხრე­კის გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია ამ­გვარ ტექ­ნი­კად 2 მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, მუ­რა­დო­ვი ცდი­ლობ­და აფხა­ზე­თის მცხოვ­რებ­თა ჩარ­თვას ფა­რულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის. აფხა­ზე­თის ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, კახა მუ­რა­დოვს, რო­მე­ლიც 1994-1999 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ში მუ­შა­ობ­და, კონ­ტაქ­ტე­ბი ჰქონ­და 90-იან წლებ­ში მოქ­მე­დი გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბებ­თან, მათ შო­რის "მხედ­რი­ონ­თან" . გააგრძელეთ კითხვა