"როგორც ამბობს, იმიტომ დააკავეს, რომ ლაზარეა" - რას აცხადებს ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"როგორც ამბობს, იმიტომ დააკავეს, რომ ლაზარეა" - რას აცხადებს ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი?

"ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სი ამ­ბობს, იმი­ტომ და­ა­კა­ვეს, რომ ლა­ზა­რე იყო", - ამის შე­სა­ხებ ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სის ად­ვო­კატ­მა ეკა კო­ბე­საშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტის თქმით, მან იზო­ლა­ტორ­ში თა­ვის დაც­ვის ქვეშ მყო­ფი მო­ი­ნა­ხუ­ლა, რო­მელ­საც სპეც­რაზ­მი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და.ად­ვო­კა­ტის თქმით, ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მაც გა­მო­კი­თხა და გა­მო­კი­თხვის პრო­ცესს თა­ვა­დაც და­ეს­წრო. ად­ვო­კა­ტის თქმით, გრი­გო­რი­ა­დისს ექ­სპერ­ტი­ზაც ჩა­უ­ტარ­და, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ჯერ არ ჩა­ნიშ­ნუ­ლა.

"სპეც­რაზმმა ცემა, სა­ნამ პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნა­ში ჩას­ვამ­დნენ ცე­მის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი იყო. და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად, სა­ხის და თა­ვის არე­ში იმი­ტომ, რომ წაქ­ცე­ულ­ზე გა­მე­ტე­ბით ურტყამ­დნენ. და­კა­ვე­ბუ­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის გამო, ედა­ვე­ბი­ან წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბას და პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას. რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ მის პო­ზი­ცი­ას, იბ­რძვის, რო­გორც ამ­ბობს, იმი­ტომ და­ა­კა­ვეს, რომ ლა­ზა­რე იყო“ , - გა­ნა­ცხა­და ეკა კო­ბე­საშ­ვილ­მა.

ambebi.ge