"რობერტ ფიცოს მდგომარეობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია - შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება" - რა ინფორმაციას ავრცელებს სლოვაკეთის პრემიერის ადმინისტრაცია? - კვირის პალიტრა

"რობერტ ფიცოს მდგომარეობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია - შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება" - რა ინფორმაციას ავრცელებს სლოვაკეთის პრემიერის ადმინისტრაცია?

რობერტ ფიცოს მდგომარეობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება. ამის შესახებ განცხადებას რობერტ ფიცოს “ფეისბუქის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

“რ. ფიცოს სიცოცხლეზე თავდასხმა იყო დღეს. მას რამდენჯერმე ესროლეს და ამჟამად ის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ მდგომარეობაშია. ამ მომენტში ის ვერტმფრენით ბანსკა-ბისტრიცაში გადაჰყავთ, ვინაიდან, ბრატისლავაში ჩასვლა ზედმეტად ბევრ დროს დაიკავებს, როდესაც გადაუდებელი ჩარევის საჭიროება არსებობს. შემდეგი რამდენიმე საათი გადამწყვეტი იქნება”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სლოვაკეთის პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"