"2003 წელს ხშირი და ახლო ურთიერთობა მქონდა შევარდნაძის მინისტრებთან, რევოლუციის წინა დღეებში ერთ მის ძალოვან მინისტრს შევხვდი" - რა ისტორიას იხსენებს ირაკლი ოქრუაშვილი? - კვირის პალიტრა

"2003 წელს ხშირი და ახლო ურთიერთობა მქონდა შევარდნაძის მინისტრებთან, რევოლუციის წინა დღეებში ერთ მის ძალოვან მინისტრს შევხვდი" - რა ისტორიას იხსენებს ირაკლი ოქრუაშვილი?

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ქვეყანასი მიმდინარე პროცესებს "ვარდების რევოლუციის" წინა პერიოდს ადარებს და სოციალურ ქსელში წერს:

"2003 წელს ხშირი და ახლო ურთიერთობა მქონდა შევარდნაძის მინისტრებთან. ბევრი რამით ჩანდა, რომ მათი ხელისუფლების დღეები დათვლილი იყო, მაგრამ ერთი ტყვიაველი მანდელა თუ ანდელასავით ერთსა და იმავეს იმეორებდნენ: "თქვენ როგორ უნდა ჩამოაგდოთ შევარდნაძე, მაგას ისეთი სვლები აქვს გათვლილიო". რევოლუციის წინა დღეებში ერთ მის ძალოვან მინისტრს შევხვდი. მოკითხვაზე როგორ ხარ მეთქი მიპასუხა - მაგარ წიგნს ვკითხულობ "როგორ ავირიდოთ რევოლუციებიო" (მგონი ისიც აკერმანის იყო). კარგია, ეგ გამოგადგებათ მეთქი, დავცინე. ისევ იგივე გამიმეორა - შევარდნაძეს ისეთი სვლა ექნება მოფიქრებული თქვენ რა უნდა უყოთო.ამდენი წლის მერე ისტორია მინიმუმ იმით მეორდება, რომ ის 84 ბიდლო დღეს მთელი დღე იგივეთი ინუგეშებს თავს - ბიძინას ისეთი სვლა ექნება გათვლილი ესენი რას უზამენო.ერთი ამბავი კი მანუგეშებს, იმ ქალმა სანქციებამდე რომ შეასწრო ლოს-ანჟელესში" - წერს ოქრუაშვილი.