გორბაჩოვის საყვარელ აეროდრომს უკრაინელებმა ამერიკული ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს... - კვირის პალიტრა

გორბაჩოვის საყვარელ აეროდრომს უკრაინელებმა ამერიკული ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს...

საბჭოთა კავშირის პირველ და უკანასკნელ პრეზიდენტს გორბაჩოვს და მის ცოლს ისე უყვარდათ ყირიმის ფოროსში დასვენება, რომ სევასტოპოლთან ბელბეკის სამხედროა ეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი სპეციალურად დააგრძელებინეს 3 450 მ-მდე, რათა მათი ოთხძრავიანი სამგზრო თვითმფრინავი-სალონი Ил-62-ი უპრობლემოდ დაშვებულიყო და აფრენილიყო.

მიუხედავად ამისა, სწორედ ბელბეკის აეროდრომი ჩაუკეტეს1991 წლის 19 აგვისტოს „გე-კა-ჩე-პე“-ს პუტჩისტებმა და საბჭოთა კავშირის პირველი პირი ყირიმში რამდენიმე დღე აყურყუტეს, თუმცა მაინც ვერ გამოიყენეს ეს მომენტი სამხედრო-პოლიტიკური გადატრიალების მოსაწყობად, პირიქით ამ ყველაფერმა ძალზე დააჩქარა საბჭოთა იმპერიის დაშლა ზუსტად ოთხ თვეში...

სამაგიეროდ,23 წლის შემდეგ, 2014 წლის თებერვალში, ახალი რუსული იმპერიის აღორძინების იდეით შეპყრობილმა პუტინმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციას წორედ ბელბეკის სამხედრო აეროდრომის(სადაც მაშინ უკრაინის სამხედრო ავიაცია ბაზირებდა) დაპრობით დაიწყო...

მას შემდეგ ბელბეკში დისლოცირებულია რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების 38-ე გამანადგურებელთა საავიაციოპოლკი, რომლის საშტატო შეიარაღებაში შედიოდა 32 საბრძოლო თვითმფრინავი, როგორც მოძველებული Су-27-ები, ისე შედარებით თანამედროვე Су-30М2-ებიც. 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ბელბეკის აეროდრომი ინტენსიურად გამოიყენება როგორც უკრაინის არმიის პოზიციებსა და მშვიდობიან ქალაქებზე თავდასასხმელად, ისე საზღვაო აკვატორიის საჰაერო პატრულირებისთვისაც.

ამ აეროდრომზე დამატებით იქნა განთავსებული МиГ-31ტიპის მძიმე ზებგერითი გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი თვითმფრინავებიც (მოდერნიზებული მიგ-31 გამოიყენება ჰიპერბგერთი აერობალისტიკური რაკეტების „კინჟალების“გასაშვებად), მათგან ერთ-ერთმა 2022 წლის 1 ოქტომბერს ბელბეკის აეროდრომიდან სრული საბრძოლო დატვირთვით აფრენისას კატასტროფა განიცადა და შავ ზღვაში ჩავარდა.

ზემოხსენებულიდან ნათელი გახდება თუ რატომ ემტერება ასე უკრაინის გენშტაბი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბელბეკის აეროდრომს, რომელზეც 2024 წლის 31 იანვარს ერთხელ კიდევაც მიიტანა საჰაერო იერიში, თუმცა დღევანდელი,15 მაისის სარაკეტო დარტყმები ეტყობა სულ სხვა იყო...

2-bel-1715788994.png
NASA FIRMS-ის თანამგზავრის მიერ 15 მაისს ბელბეკისაეროდრომის ტერიტორიაზე დაფიქსირებული ცეცხლისკერები...

რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდამ თავის მოსახლეობას დილიდანვე ახარა, რომ ყირიმში, ბელბეკის აეროდრომზე შეტევა სცადეს უკრაინელებმა, მაგრამ სანაქებო რუსულმა საჰაერო თავდაცვამ მათ თითქოს ათივე ამერიკული ბალისტიკური რაკეტა ჩამოუგდოო და მიწაზე მხოლოდ რაკეტების ნამსხვრევები თუ დაეცაო...

თუმცა მალევე, რამდენიმე საათში NASA FIRMS-ის დედამიწის ხელოვნურმა თანამგზავრმა თავის მგრძნობიარე სითბური კამერებით დააფიქსირა რამდენინე ძლიერი ცეცხლი კერა ბელბეკის აეროდრომის ტერიტორიაზე, ხოლო დღის ბოლოს უკვე ფოტოებმაც გაჟონეს ინტერნეტსივრცეში, რომლებზეც ძალიან კარგად მოჩანს, თუ სინამდვილეში რა მომხდარა...

ბელბეკის აეროდრომზე განადგურებულია თანამედროვე რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-400 «Триумф» -ის ორი მანქანა, მათ შორის მართვის რადიოლოკატორი 92Н2Е, რომლის გარეშეც საზენიტო გამშვები დანადგარები „ბრმავდებიან“...

3-bel-1715789047.png
უკრაინული სარაკეტო დარტყმების შედეგად ბელბეკისაეროდრომზე აფეთქებული რუსული საზენიტო-სარაკეტოსისტემის С-400 «Триумф» -ის ორი მანქანა,მათ შორისმართვის რადიოლოკატორი 92Н2Е...

გარდა ამისა, დიდი ალბათობით შეიძლება დაზიანდა ან სრულიად განადგურდა რამდენიმე საბრძოლო თვითმფრინავი და შვეულმფრენიც, რადგან ამ აეროდრომის ბოლო თანამგზავრულ ფოტოზე, 31 მარტს დაფიქსირდა ღია ცის ქვეშ მდგარი 24 საბრძოლო თვითმფრინავი და ექვსი შვეულმფრენი, რომლებსაც არაფერი უშველიდათ თუკი ამ საჰაერო დარტყმის მომენტშიც იმავე ადგილებზე იდგნენ, რადგან უკრაინელებმა ამერიკელების გადაცემული კასეტურქობინიანი ბალისტიკური ATACMS-ები გამოიყენეს, რომლის საბრძოლო სუბელემენტები დიდ ფართობს აზიანებს, ხოლო ერთი-ორი ნამსხვრევის მოხვედრაც კმარა, რომ თვითმფრინავი და შვეულმფრენი მწყობრიდან გამოვიდეს...

4-bel-1715789177.jpg
მორიგი რუსული ძვირადღირებული საზენიტო დანადგარიშეეწირა უკრაინის დამცველების შურისმაძიებელ სარაკეტოდარტყმას ანექსირებულ ყირიმში...

როგორც გამოჩნდა, რუსეთის თვით ეშელონირებულ, ძლიერ საჰაერო თავდაცვის სისტემასაც კი არ ძალუძს სარაკეტო თავდასხმის სრული მოგერიება, თუკი ერთ მიზანზე ერთდროულად რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა იქნება მიმართული...

მაგრამ ამას ხომ უკრაინელებიც ხვდებიან და მაშინ რატომ არ აყენებენ ასეთივე მაღალეფექტიან სარაკეტო დარტყმებს თავად რუსეთის იმ ტერიტორიას, საიდანაც პუტინმა ხარკოვის მიმართულებით ახალი ფრონტი გახსნა? იმიტომ, რომ აშშ-ები კატეგორიულად მოითხოვს კიევიდან, რომ უკრაინის არმიისთვის მიწოდებული ამერიკული შეიარაღება და პირველ რიგში სწორედ ეს ბალისტიკური რაკეტები არავითარ შემთხვევაში არ იყოს გამოყენებული რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული მიზნების საწინააღმდეგოდ...