ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის გამზირზე აქციაზე მივიდნენ - კვირის პალიტრა

ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის გამზირზე აქციაზე მივიდნენ

ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველზე მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდნენ.

საგრეო საქმეთა მინისტრები პარლამენტისკენ მიმავალ მსვლელობას შეუერთდნენ.

რუსთაველის გამზირზე ევროპელი პოლიტიკსოების გამოჩენას მოქალაქეების ოვაციები მოჰყვა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოთხი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

"ინტერპრესნიუსი"