"გათხოვილი კაცი გვასწავლის იმას, თუ როგორი ქვეყანა უნდა გვქონდეს ჩვენ" - რა ვიდეოს ავრცლებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე დეკანოზი შალვა კეკელია? - კვირის პალიტრა

"გათხოვილი კაცი გვასწავლის იმას, თუ როგორი ქვეყანა უნდა გვქონდეს ჩვენ" - რა ვიდეოს ავრცლებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე დეკანოზი შალვა კეკელია?

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე დეკანოზი შალვა კეკელია ვიდეო მიმართვას ავრცელებს:

"ძალიან ბევრი ვფიქრობდი ეს "ლაივი" ჩამეწერა თუ არ ჩამეწერა, ვაკვირდები მოვლენებს, რაც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება ამ ბოლო დღეებში, ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ერთმანეთის წინააღმდეგ წავიდნენ ადამიანები, სულ ვფიქრობ რატომ ვართ ასე. ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება რა გავკეთოთ, მე ვიტყვი რას ვფიქრობ. პირველ რიგში, ჩემთვის ძალიან მიუღებელია, პოლიციელები როგორ ცემენ ადამიანებს, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ათი კაცი ერთ კაცს ურტყამდეს" - ამბობს შალვა კეკელია.