(ვიდეო) პირველი და მძიმე კადრები - როგორ ესროლეს და დაჭრეს ქუჩაში სლოვაკეთის პრემიერი - კვირის პალიტრა

(ვიდეო) პირველი და მძიმე კადრები - როგორ ესროლეს და დაჭრეს ქუჩაში სლოვაკეთის პრემიერი

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკური და საერთაშორისო მედიასაშუალებები ავრცელებენ.

Euronews-ის ცნობით, ინციდენტი დედაქალაქ ბრატისლავიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 150 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ჰანდლოვაში მოხდა.

გავრცელებული ცნობების თანახმად, ფიცო ქუჩაში ხალხს ესაუბრებოდა, როდესაც რამდენიმე გასროლა გაისმა და იგი მიწაზე დავარდა. სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ოთხი გასროლიდან ერთი პრემიერ-მინისტრს მოხვდა.

წინასწარი ცნობებით, ამჟამად ფიცო საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო ეჭვმიტანილი დაკავებულია. პრემიერის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

იხილეთ ვიდეო, წყარო Guardian News