ქართული კომპანიების აქციების ფასი ისევ ეცემა - რა ხდება ლონდონის საფონდო ბირჟაზე - კვირის პალიტრა

ქართული კომპანიების აქციების ფასი ისევ ეცემა - რა ხდება ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციები ისევ ეცემა. 16 მაისს, ვაჭრობის გახსნიდან 30 წუთის განმავლობაში შემცირდა როგორც "საქართველოს ბანკის" და „თიბისის“ აქციების ღირებულება, ასევე "საქართველოს კაპიტალის”. კლება ამ პერიოდითვის საშუალოდ 3%-იან დიაპაზონშია.

თბილისის დროით 11:30 საათისთვის:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 0.24%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 40.95 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.859 მილიარდი სტერლინგია.

რაც შეეხება TBC PLC-ის აქციების ღირებულებს, კლება 1.38%-ია. ბანკის ერთი აქცია 24.95 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.401 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 2.54%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 9.60 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 420.34 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

ცნობისათვის, 15 მაისის ვაჭრობის შედეგად „საქართველოს ბანკის“ აქციები 12.08%-ით შემცირდა, „თიბისის“ - 14.92%-ით და „საქართველოს კაპიტალის“ - 8.8%--ით.

BPN.GE