"შევეცდები მარტივად განვმარტო, რას ნიშნავს სანქციები, ვის ეხება და რა გავლენა ექნება დასანქცირებულ პირებზე" - რას წერს გიორგი ქადაგიძე - კვირის პალიტრა

"შევეცდები მარტივად განვმარტო, რას ნიშნავს სანქციები, ვის ეხება და რა გავლენა ექნება დასანქცირებულ პირებზე" - რას წერს გიორგი ქადაგიძე

„კეთროვანი ხდები ყველასთვის - ეს სანქციები არ შეეხება მხოლოდ მთავრობას, ივანიშვილს ან 84 „პარლამენტარს,“ - ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ამერიკის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესების საკითხს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ბევრი კითხვა დაისვა თუ რას ნიშნავს სანქციები, ვის ეხება და რა გავლენა ექნება დასანქცირებულ პირებზე. შევეცდები, რაც შეიძლება მარტივად განვმარტო, ვის შეეხება?

სანქციები ეხება ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, ვინც:

- პასუხისმგებელია, მონაწილეობდა ან ხელს უწყობდა დემოკრატიული პროცესების ან ინსტიტუტების ხელის შეშლის ნებისმიერ ქმედებაში;

- პასუხისმგებელია, მონაწილეობდა ან ხელს უწყობდა ადამიანის უფლებების ხელყოფასა და პოლიტიკურ რეპრესიებში;

- მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, მათი ოჯახის წევრებს, ასევე მათთან მჭიდრო კონტაქტში მყოფ ადამიანებს, ვინც ჩართული იყო კორუფციაში ან გავლენა ქონდა ზემოთ აღწერილ პროცესებში;

- ვინც მატერიალურად და ტექნიკურად ეხმარებოდა, აწვდიდა შესაბამის საქონელსა და მომსახურებას ზემოთ აღწერილი ქმედებების განხორციელებისას;

- ვინც მოქმედებდა მათი სახელით მესამე პირებთან ურთიერთობაში.

უფრო მარტივად რომ გავიგოთ, ავიღოთ ბელარუსის მაგალითი; ვინ მოხვდა ასეთ სიაში?

- ძალოვანი და იუსტიცის მინისტრები, მათი თანამშრომლები და ოჯახის წევრები;

- მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები, ვინც აკავებდა და ასამართლებდა აქტივისტებს და დემონსტრანტებს;

- სახელმწიფო საწარმოები, სატრანსპორტო კომპანიები და ყველა მიმწოდებელი, ვინც მათთან მუშაობს/ამარაგებს შესაბამისი პროდუქციით;

- პრეზიდენტის და მთავრობის სპიკერები, პრესცენტრი, პროპაგანდისტული არხების მფლობელები, მმართველები, ჟურნალისტები და პოლიტიკური კომენტატორები;

- პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის და პარლამენტის თანამშრომლები და ა.შ.

კიდევ უფრო მარტივად რომ გავიგოთ, თუ თქვენ ხართ სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი, რომელსაც გადაჰყავს სპეცდანიშნულების რაზმი - დიდი ალბათობით დასანქცირდებით, ან თუ ხართ მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი, რომელიც მათ კავშირს უზრუნველყოფს, დასანქცირდებით და ა.შ.

ეს სანქციები არ შეეხება მხოლოდ მთავრობას, ივანიშვილს ან 84 „პარლამენტარს“, ამოქმედებისას ის შეეხება ყველა პირდაპირ თუ ირიბად ჩართულ პირს.

განაგრძე კითხვა