"მე ვარ ევროპული გზის, ურთიერთპატივისცემის, სიმშვიდის და სიყვარულის მხარეს! არა რუსულ კანონს!" - რას პასუხობს ირაკლი ზარქუას და გამომწერებს?
მას შემდეგ, რაც მოსახლეობა თბილისის ქუჩებში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ აპროტესტებს, მთავრობის მომხრეების და პოლიტიკოსების ოჯახის წევრების მიმართ საზოგადოების მხრიდან ზეწოლა გაიზარდა. ისინი ღიად უწერენ კანონის მხარდამჭერი დეპუტატების ოჯახის წარმომადგენლებს სოციალურ ქსელში, რომ ხმა ამოიღონ და დაგმონ ხელისუფლების საქციელი.
შეგვიძლია გავიხსენოთ დეპუტატ დავით კაჭარავას მეუღლის ქეთი ხატიაშვილის მისამართით დაწერილი კომენტარები.
მათ შორის, ვინც სოციალურ ქსელში კომენტარების ფუნქცია გათიშა, ერთ-ერთია თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე. დიზაინერმა ბოლო პოსტი 8 აპრილს გამოაქვეყნა, მას შემდეგ კომენტარების ფუნქცია გათიშული აქვს.
ნინა ზარქუა დიზაინერი და დეპუტატ ირაკლი ზარქუას დაა. დიზაინერი საჯარო ცხოვრებით ცხოვრობს, ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში ოჯახურ ფოტოებს და "ინსტაგრამზე" 130 ათასი გამომწერი ჰყავს. გააგრძელეთ კითხვა