"მე ვარ ევროპული გზის, ურთიერთპატივისცემის, სიმშვიდის და სიყვარულის მხარეს! არა რუსულ კანონს!" -  რას პასუხობს ირაკლი ზარქუას და გამომწერებს? - კვირის პალიტრა

"მე ვარ ევროპული გზის, ურთიერთპატივისცემის, სიმშვიდის და სიყვარულის მხარეს! არა რუსულ კანონს!" -  რას პასუხობს ირაკლი ზარქუას და გამომწერებს?

მას შემ­დეგ, რაც მო­სახ­ლე­ო­ბა თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონს“ აპ­რო­ტეს­ტებს, მთავ­რო­ბის მომ­ხრე­ე­ბის და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ზე­წო­ლა გა­ი­ზარ­და. ისი­ნი ღიად უწე­რენ კა­ნო­ნის მხარ­დამ­ჭე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რომ ხმა ამო­ი­ღონ და დაგ­მონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­ცი­ე­ლი.

შეგ­ვიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნოთ დე­პუ­ტატ და­ვით კა­ჭა­რა­ვას მე­უღ­ლის ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით და­წე­რი­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი.

მათ შო­რის, ვინც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კო­მენ­ტა­რე­ბის ფუნ­ქცია გა­თი­შა, ერთ-ერ­თია თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის მე­უღ­ლე ანუ­კი არე­ში­ძე. დი­ზა­ი­ნერ­მა ბოლო პოს­ტი 8 აპ­რილს გა­მო­აქ­ვეყ­ნა, მას შემ­დეგ კო­მენ­ტა­რე­ბის ფუნ­ქცია გა­თი­შუ­ლი აქვს.

ნინა ზარ­ქუა დი­ზა­ი­ნე­რი და დე­პუ­ტატ ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას დაა. დი­ზა­ი­ნე­რი სა­ჯა­რო ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს, ხში­რად აქ­ვეყ­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოჯა­ხურ ფო­ტო­ებს და "ინ­სტაგ­რამ­ზე" 130 ათა­სი გა­მომ­წე­რი ჰყავს. გააგრძელეთ კითხვა