"შუა ქალაქშის" მსახიობი სკანდალურ სპექტაკლში - "ძალიან მძიმე სათქმელი ქალითვის, არშემდგარი დედა..." - კვირის პალიტრა

"შუა ქალაქშის" მსახიობი სკანდალურ სპექტაკლში - "ძალიან მძიმე სათქმელი ქალითვის, არშემდგარი დედა..."

მსახიობმა თამუნა ნიკოლაძემ ერთ-ერთ გადაცემაში სკანდალურ სპექტაკლზე "მუდამ ერთად" ისაუბრა:

"ეს არის სპექტაკლი "მუდამ ერთად", რომლის რეჟისორი ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, მიხეილ თუნამიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ივანე ხუციშვილია. ვთამაშობდით ორი გოგონა დებს, მე და ჩემი მეგობარი და ფანტასტიური არტისტი ნონი ფილფანი. რეჟისორს ჰქონდა ასეთი გადაწყვეტილება, რომ სცენაში წელს ზემოთ ვიხდიდით. მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ გავიხადე და მკერდი გამოვაჩინე... ეს იყო სრული დატვირთვით. ძალიან მძიმე სათქმელი ქალითვის, არშემდგარი დედა..."