"დღეს ვესაუბრე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს, ისინი ამბობენ, რომ..." - რას აცხადებს კრემლის პროპაგანდისტი, ვლადიმერ სოლოვიოვი - კვირის პალიტრა

"დღეს ვესაუბრე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს, ისინი ამბობენ, რომ..." - რას აცხადებს კრემლის პროპაგანდისტი, ვლადიმერ სოლოვიოვი

კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი ვლა­დი­მერ სო­ლო­ვი­ო­ვი ამ­ბობს, რომ ის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს ესა­უბ­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სო­ლო­ვი­ოვ­მა 15 მა­ისს, გა­და­ცე­მა­ში „სა­ღა­მო ვლა­დი­მერ სო­ლო­ვი­ოვ­თან“ ისა­უბ­რა.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში რუსი მიგ­რან­ტე­ბის ქვეყ­ნი­დან გა­ძე­ვე­ბის გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბრნენ."დღეს ვე­სა­უბ­რე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ისი­ნი ამ­ბო­ბენ, ჩვენ მათ (სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ რუ­სებს) ქვეყ­ნი­დან გა­ვა­ძე­ვებთ, რად­გან მხარს უჭე­რენ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორს“, - აცხა­დებს კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი. მას არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია თუ ვის ესა­უბ­რა კონ­კრე­ტუ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში.

გარ­და ამი­სა, სო­ლო­ვი­ოვ­მა ისა­უბ­რა თით­ქოს­და სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­კე­თე­ბულ "სენ­სა­ცი­ურ გან­ცხა­დე­ბა­ზე“.

"ირ­კვე­ვა, რომ აშშ-ის ელჩი შეხ­ვდა ქარ­თველ ლი­დე­რებს და მო­ი­თხო­ვა მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნა და ისიც კი და­ა­სა­ხე­ლა რამ­დე­ნი ქარ­თვე­ლი და­ი­ღუ­პე­ბა და თქვა, რომ ეს მცი­რე ფა­სია თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უარი თქვა“, - გა­ნა­ცხა­და სო­ლო­ვი­ოვ­მა.

ambebi.ge