"ძმამ და მოკლა" - რა მოხდა გარდაბანში? - კვირის პალიტრა

"ძმამ და მოკლა" - რა მოხდა გარდაბანში?

გარდაბანში ძმამ და მოკლა. არსებული ინფორმაციით, ძმამ დას ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები. გარდაცვლილი ქალი 25 წლამდე ასაკის იყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო , რაც დამამძიმებელ გარემოში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობ.

არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"ინტერპრესნიუსი"