"ამიხსნეს, რომ ამ ტელევიზიაში მათგან განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი ადამიანი ვერ იმუშავებდა" - რას წერს POSTV-დან გათავისუფლებული მსახიობი? - კვირის პალიტრა

"ამიხსნეს, რომ ამ ტელევიზიაში მათგან განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი ადამიანი ვერ იმუშავებდა" - რას წერს POSTV-დან გათავისუფლებული მსახიობი?

მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ანა ამი­ლახ­ვა­რი ტე­ლე­კომ­პა­ნია POSTV-დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. და­ი­ბა­რეს და უთხრეს, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მათ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი ვერ იმუ­შა­ვებ­და. ანი ამი­ლახ­ვა­რი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი იყო.

- გა­დავ­წყვი­ტე აქ მოვ­ყვე, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მე­კი­თხე­ბა და თან მხო­ლოდ მე არ მე­ხე­ბა. ჩემო მე­გობ­რე­ბო, აღარ ვარ ტე­ლე­ვი­ზია post tv-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი. მიმ­ყავ­და დი­ლის გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მა "პოსტ ალი­ო­ნი". ორი კვი­რის წინ, აქ­ცი­ებ­ზე პირ­ვე­ლი შე­ტა­კე­ბე­ბის შემ­დეგ დავ­წე­რე კო­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც იყო მი­მარ­თუ­ლი არა ძა­ლა­დო­ბის­კენ და გა­ო­ცე­ბა იმა­ზე, რომ ეს კა­ნო­ნი კი­დევ გა­ნი­ხი­ლე­ბა, ერთი წლის შემ­დეგ.

ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ მა­ლე­ვე და­მი­ბა­რებ­დნენ, ერთხელ მქონ­და პრე­ცე­დენ­ტი (მე­რია და კა­ლა­ძე მოვ­ნიშ­ნე და ამა­ღე­ბი­ნეს) მოკ­ლედ, და­ვე­ლო­დე და ისე მალე მო­მიხ­მეს, გა­მე­ცი­ნა. ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო, ძა­ლი­ან ზრდი­ლო­ბი­ა­ნად, მე­გობ­რუ­ლად ამიხ­სნეს, რომ ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მათ­გან გან­სხვა­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ა­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნი ვერ იმუ­შა­ვებ­და. უბ­რა­ლოდ, ჰუ­მა­ნუ­რი პო­ზი­ცი­აც კი მი­უ­ღე­ბე­ლია. გააგრძელეთ კითხვა