"მე და შალვა ოცი წელია, ერთმანეთს ვიცნობთ, მიწერ-მოწერის პრობლემა არ გვაქვს... ერთ-ერთი თემის გაგრძელება იყო მისი მესიჯი "ლაივში" - კვირის პალიტრა

"მე და შალვა ოცი წელია, ერთმანეთს ვიცნობთ, მიწერ-მოწერის პრობლემა არ გვაქვს... ერთ-ერთი თემის გაგრძელება იყო მისი მესიჯი "ლაივში"

დღეს დი­ლას, პარ­ტია "გირ­ჩის" ტრა­დი­ცი­უ­ლი "ლა­ი­ვის" დროს იაგო ხვი­ჩი­ა­სა და ვახო მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის პირ­და­პირ ეთერ­ში ყოფ­ნი­სას, ეკ­რან­ზე გა­მოჩ­ნდა მე­სი­ჯი, სა­დაც ჩანს, რომ ია­გოს პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი წერს და აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი "სქ­რი­ნის" გამო, სა­დაც რა­მიშ­ვი­ლის მე­სი­ჯი ჩანს, იაგო ხვი­ჩი­ას რა­მიშ­ვილ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი.

Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში პო­ლი­ტი­კო­სი ამ­ბობს, რომ რა­მიშ­ვილ­თან ოცწ­ლი­ა­ნი ნაც­ნო­ბო­ბა აკავ­ში­რებს და მი­მო­წე­რა­ში სკან­და­ლუ­რი არა­ფე­რია...

იაგო ხვი­ჩა:

- თქვენ იცით, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს რამ­დე­ნი­მე დღის წინ საკ­მა­ოდ უხე­შად მივ­მარ­თე, იმა­ვე სა­ღა­მოს ჩემი ვი­დეო შალ­ვა რა­მიშ­ვილ­მა „პოსტვს“ ეთერ­ში გა­უშ­ვა. ზო­გა­დად ამით და­ი­წყო გა­და­ცე­მა და ამ თე­მის გაგ­რძე­ლე­ბა იყო მისი მო­წე­რი­ლი მე­სი­ჯიც, რო­მე­ლიც ჩვენს "ლა­ივ­ში" მოხ­ვდა, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღე 11 სა­ათ­ზე გა­დის ხოლ­მე. მე­სი­ჯში, ის წე­რია, რაც სქ­რინ­ზე ჩანს. არ ვიცი, ეს რა­ტომ გახ­და სკან­და­ლუ­რი ამ­ბა­ვი, იმი­ტომ რომ შალ­ვაც სა­ჯა­რო სივ­რცე­ში აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს ისე­თად მი­იჩ­ნევს, რაც და­წე­რა და სა­ჯა­რო სივ­რცე­ში არც მე არ და­მიკ­ლია ანა­ლო­გი­უ­რი ეპი­თე­ტე­ბით შემ­კო­ბა და დღეს რა­ტომ გახ­და ეს სკან­და­ლუ­რი არ ვიცი.

გააგრძელეთ კითხვა