"აბი, გლუკოზა!" - რას წერს დავით მაღრაძე მიხეილ სააკაშვილზე - კვირის პალიტრა

"აბი, გლუკოზა!" - რას წერს დავით მაღრაძე მიხეილ სააკაშვილზე

„ვივამედში“ წესით არ უნდა გაუჭირდეთ ჩემი პასუხის აღსრულება. ჩემი პასუხი კი არის „აბი, გლუკოზა!“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორი, პოეტი დათო მაღრაძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჰიმნის ტექსტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, უცნაურია, როცა მის დაწერილ ტექსტზე ამბობენ, რომ მისი დაწერილი არაა.

„უცნაურია, მაგრამ რაც ჩემი დაწერილი არ არის - ლექსი, რომელიც ეძღვნება ბიძინა ივანიშვილს; ლექსი, რომელიც ეძღვნება ჯაბა იოსელიანს; იმაზე დაჟინებით მეუბნებოდნენ, რომ ჩემი დაწერილია. ხოლო რაც ჩემი დაწერილია, იმაზე მეუბნებიან, რომ ჩემი დაწერილი არ არის. რაც შეეხება ექსპრეზიდენტის ბოლო განცხადებას „ვივამედში“ წესით არ უნდა გაუჭირდეთ ჩემი პასუხის აღსრულება. ჩემი პასუხი კი არის „აბი, გლუკოზა!“, - აცხადებს მაღრაძე.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ჰიმნში თავისუფლების შესახებ მთავარი სიტყვები მისი დაწერილია.

IPN

იხილეთ სააკაშვილის სტატუსი - "მინდა იცოდეთ, თუ საიდან წამოვიდა ჩვენი ჰიმნის იდეა. ასე 5 წლის ვიყავი, როცა დედაჩემს რუსთაველის გამზირით მივყავდი ინგლისურის გაკვეთილზე და ამ დროს..."