ვოლოდიმირ ზელენსკიმ პატიმართა მობილიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა - კვირის პალიტრა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პატიმართა მობილიზაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც პატიმართა გარკვეული კატეგორიის უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მობილიზების საშუალებას იძლევა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კანონი უკრაინის უმაღლესმა რადამ 8 მაისს მიიღო. მას მხარი 279-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა. კანონი არ ითვალისწინებს მძიმე დანაშაულისთვის, კერძოდ, განზრახ მკვლელობისთვის, გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულთა მობილიზებას. ასევე მათ მობილიზაციას, ვინც სასჯელს ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის იხდის.

IPN