"გარდაიცვალა ჩემი უფროსი და უახლოესი ძმაკაცი, ავთო ჯორბენაძე" - წერს გიორგი გამსახურდია - კვირის პალიტრა

"გარდაიცვალა ჩემი უფროსი და უახლოესი ძმაკაცი, ავთო ჯორბენაძე" - წერს გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში სამწუხარო ამბის შესახებ წერს:

"გარდაიცვალა ჩემი უფროსი და უახლოესი ძმაკაცი, ავთო ჯორბენაძე. ასევე, ჩემი ძმაკაცების მამა. სიკეთის, ადამიანობის და ყველაფერი პოზიტიურის განსახიერება.უზადო პროფესიონალი, პატრიოტი და თხემით ტერფამდე ქართველი. გარდა მეგობრული და ოჯახური ურთიერთობისა, მქონდა სამსახურეობრივი გადაკვეთის წერტილები , სადაც, ყოველთვის რაიმე ახალს ვსწავლობდი მისგან და უფრო ვრწმუნდებოდი ყოველივე ჩემს მიერ თქმულსა თუ ნაფიქრში მასზე. ხსოვნა იყოს შენი ჩემო ქრისტეფოროვიჩ, დანარჩენს აქ ვართ და მივხედავთ.

P.S. სურათის სადღაც, 22 წლის არის, თუ მეხსიერება არ მღალატობს" - აღნიშნავს გიორგი გამსახურდია.

73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.

ავთანდილ ჯორბენაძე 1993 წლის 19 ოქტომბრიდან 1999 წლის 10 დეკემბრამდე საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 1999 წლის 10 დეკემბრიდან 2001 წლის 22 დეკემბრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იყო. 2001 წლის 22 დეკემბრიდან 2003 წლის 27 ნოემბრამდე კი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ავთანდილ ჯორბენაძე 2011 წლიდან დღემდე აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო.