ხვიჩა კვარაცხელიას ფანტასტიკური გოლი და საუკეთესო შეფასებები (VIDEO) - კვირის პალიტრა

ხვიჩა კვარაცხელიას ფანტასტიკური გოლი და საუკეთესო შეფასებები (VIDEO)

ხვიჩა კვარაცხელიამ ფანტასტიკური გოლი გაიტანა "ფიორენტინას" კარში - დაახლოებით 25 მეტრიდან მეკარისგან ახლო "ცხრიანში" გაახვია ბურთი საჯარიმო (რომელიც თავადვე მოიპოვა) დარტყმით.

ამ გოლით ანგარიში გაათანაბრა და ეს აღმოჩნდა მატჩის საბოლოო შედეგიც - 2:2. ხვიჩამ სერია A-ში პირველად გაიტანა ამ სტილში. ამასთან, ეს იყო მისი პირველი შედეგიანი ქმედება უშუალოდ "ფიორენტინასთან" ჩატარებულ მატჩებში.

ამ სეზონში კვარაცხელიას მონაგარი 11 გოლია (პლუს 6 საგოლე პასი), რაც სამით ნაკლებია შარშანდელ მაჩვენებელზე. წინ კი ორი ტურია ჩასატარებელი და ხვიჩას აქვს შანსი, მარაგი გაზარდოს.

შეფასებების მიხედვით ხვიჩა მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა: Flashscore.com - 7,8; Whoscored.com - 7,7; Sofascore.com - 7,8. პირველ ტაიმში მიიღო ყვითელი ბარათი. შეცვალეს 86-ე წუთზე. წყარო