თსუ-ს შენობა პრემიერ-მინისტრმა ხმაურის ფონზე დატოვა - კვირის პალიტრა

თსუ-ს შენობა პრემიერ-მინისტრმა ხმაურის ფონზე დატოვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხმაურის ფონზე დატოვა.

ის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან რამდენიმე წუთის წინ გავიდა.

საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებმა პრემიერ-მინისტრი შეძახილების ფონზე გააცილეს.

ასევე, მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ "ქართული ოცნების" ახალგაზრდულო ფრთის წარმომადგენლებიც. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.