"საბერძნეთიდან 24 ახალგაზრდა ჩამოვიდა, გიორგის სასახლე მათ მიჰქონდათ, სხვას ხელი არ მოაკიდებინეს" - ემიგრაციაში გაზრდილი, ქართველი ბიჭის ამბავი და "მოჩვენებათა სოფელში" დასრულებული სიცოცხლე - კვირის პალიტრა

"საბერძნეთიდან 24 ახალგაზრდა ჩამოვიდა, გიორგის სასახლე მათ მიჰქონდათ, სხვას ხელი არ მოაკიდებინეს" - ემიგრაციაში გაზრდილი, ქართველი ბიჭის ამბავი და "მოჩვენებათა სოფელში" დასრულებული სიცოცხლე

მარ­ტის თვე­ში იტა­ლი­ა­ში ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა, 21 წლის გი­ორ­გი ჯა­ნე­ლი­ძე. მას სა­ბერ­ძნეთ­ში იც­ნობ­დნენ, რო­გორც ტი­კტო­კერს, სა­ხე­ლად Tzane. გი­ორ­გი 2011 წლი­დან ცხოვ­რობ­და სა­ბერ­ძნეთ­ში, მშობ­ლებ­თან ერ­თად.

ბერ­ძნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯა­ნე­ლი­ძე იტა­ლი­ა­ში 5-კა­ცი­ან ჯგუფ­თან ერ­თად, ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად ე.წ. მოჩ­ვე­ნე­ბა­თა სო­ფელს - Reggio di Calabria - ს (ასე ჰქვია იტა­ლი­ის მი­ტო­ვე­ბულ სო­ფელს) ეს­ტუმ­რა, სა­დაც ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა მოხ­და.

ახ­ლა­ხან, ქა­ლაქ კა­ლა­მა­ტა­ში მისი სა­ხე­ლი ეწო­და სკვერს, ასე­ვე, ქუ­ჩას, რო­მელ­ზეც გი­ორ­გი ცხოვ­რობ­და.

უფრო მეტს გი­ორ­გის საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და ტრა­გი­კულ ბედ­ზე მისი ბა­ბუა, თა­მაზ ბარ­ბა­ქა­ძე გი­ამ­ბობთ:

"მე და ჩემი მე­უღ­ლე 90-იან წლე­ბის ბო­ლოს წა­ვე­დით ემიგ­რა­ცი­ა­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში 15 წელი დავ­ყა­ვით. იქი­დან 2012 წელს, მას შემ­დეგ დავ­ბრუნ­დით, რაც იმე­დი მო­მე­ცა, რომ ახა­ლი და უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყე­ბო­და (მე­უღ­ლე ახ­ლაც იქაა). ჩემი იქ ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში შვი­ლიც წა­ვიყ­ვა­ნე თან, უფ­რო­სი გო­გო­ნა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად (გი­ორ­გის დედა), რო­მე­ლიც ამ­ჟა­მა­დაც სა­ბერ­ძნეთ­შია. იმ­ხა­ნად გი­ორ­გი სამ­ტრე­დი­ა­ში ცხოვ­რობ­და, 9 წლამ­დე იქ სწავ­ლობ­და და მშობ­ლებ­მა მერე ისიც წა­იყ­ვა­ნეს, იქ და­ამ­თავ­რა სკო­ლა. გი­ორ­გი სა­ბერ­ძნეთ­ში ცნო­ბი­ლი ტი­კტო­კე­რი და ფიტ­ნე­სინ­სტრუქ­ტო­რი, ძა­ლი­ან სა­ხე­ლო­ვა­ნი ბიჭი იყო, რო­მე­ლიც ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და. თა­ვი­დან ძი­უ­დო­ში ვარ­ჯი­შობ­და, სა­ბერ­ძნე­თის ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და, მერე კულ­ტუ­რიზ­მმა გა­ი­ტა­ცა. უამ­რა­ვი გა­მომ­წე­რი ჰყავ­და და ალ­ბათ ამ მხრივ პირ­ვე­ლი იყო ევ­რო­პა­ში. ჩვენ არ ვი­ცო­დით, რო­გორ ჰყვა­რე­ბი­ათ ბერ­ძნებს, ეს მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­ვი­გეთ... გააგრძელეთ კითხვა