პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოსთან სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობით მივიდა. მათ შორის პარლამენტთან შეკრებილების “9 აპრილის ბაღიდან” მსვლელობით უკვე შეუერთდნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები; ასევე საკანონმდებლო ორგანომდე “მზიურის პარკიდან” და “ექსპო ჯორჯიას” მიმდებარე ტერიტორიიდან მარშს აწყობენ სტუდენტები.

აქციის მონაწილე მედიკოსებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერებით: “არ ვართ პარტია. ჩვენი მოთხოვნა ევროპული მომავალია”; “ქვეყნის მომავალი/ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელშია”.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ. პარლამენტთან შეკრებილები სკანდირებენ: “საქართველო”; “არა რუსულ კანონს”.

პარლამენტთან მობილიზებულია პოლიცია.