"ახლა გა­ჩე­რე­ბის დრო არ არის" - "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნო­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ დღეს ორი აქ­ცია გა­ი­მარ­თე­ბა - კვირის პალიტრა

"ახლა გა­ჩე­რე­ბის დრო არ არის" - "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნო­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ დღეს ორი აქ­ცია გა­ი­მარ­თე­ბა

შეკ­რე­ბის ერთი ლო­კა­ცია ევ­რო­პის მო­ე­და­ნი იქ­ნე­ბა, სა­დაც ლო­ზუნ­გით - "ხელი ჩავ­ჭი­დოთ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის”, სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი ცო­ცხალ ჯაჭვს გა­ა­კე­თე­ბენ. აქ­ცია-პერ­ფორ­მან­სი 16:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

"არ ვშინ­დე­ბით, არ ვიღ­ლე­ბით - ვიბ­რძვით. გე­ლო­დე­ბით აქ­ცია-პერ­ფორ­მანსზე, ჩვე­ნი მო­მავ­ლის და­სა­ცა­ვად! ჩვენ ერ­თად დგო­მით გა­ვი­მარ­ჯვებთ!”- აღ­ნიშ­ნა­ვენ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი.

კა­ნო­ნის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის ნა­წი­ლი, 17:00 სა­ათ­ზე, ვაჟა ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ არ­ქივ­თან შე­იკ­რი­ბე­ბა. მათი მი­ზა­ნი ვაჟა ფშა­ვე­ლას, ყაზ­ბე­გის გამ­ზი­რის, პე­კი­ნის გამ­ზი­რი­სა და ჟვა­ნი­ას (გა­გა­რი­ნის) მო­ედ­ნის პა­რა­ლი­ზე­ბაა.

"ახლა გა­ჩე­რე­ბის დრო არ არის. სა­ჭი­როა მკა­ფიო ნა­ბი­ჯე­ბი, ქვე­ყა­ნას ჩვე­ნი ერ­თო­ბა ისე სჭირ­დე­ბა, რო­გორც არას­დროს. კი­დევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ არ და­ვუშ­ვებთ სა­ქარ­თვე­ლოს გა­რუ­სე­ბას”, - აცხა­დე­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი.

"ინტერპრესნიუსი"