ახალგაზრდა კაცი მოკლეს, დაჭრილია კიდევ 2 პირი - რა მოხდა სენაკში? - კვირის პალიტრა

ახალგაზრდა კაცი მოკლეს, დაჭრილია კიდევ 2 პირი - რა მოხდა სენაკში?

სენაკში, მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოკლულია 25 წლის მამაკაცი და დაჭრილია ორი, 30 წლამდე პირი.

გავრცელებული ცნობით, სამივე პირი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ერთი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შემთხვევა გორის ქუჩაზე, გვიან ღამით მოხდა.

სხვა დეტალები კი, ჯერჯერობით უცნობია.