რუსული მხარის ინფორმაციით, კრასნოდარში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა - კვირის პალიტრა

რუსული მხარის ინფორმაციით, კრასნოდარში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

კრასნოდარის მხარეში, სლავიანსკ-კუბანში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ექვსი დრონი დაეცა,- ამის შესახებ სლავიანსკის რაიონის ხელმძღვანელმა, რომან სინიაგოვსკიმ განაცხადა.

”18-19 მაისის ღამეს, უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით თავდასხმის დროს, სლავიანსკ-კუბანში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ექვსი დრონი დაეცა”, - წერს ის სინიაგოვსკი „ტელეგრამ“ არხზე.

სინიაგოვსკის განმარტებით, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით კრასნოდარის ტერიტორიის თავზე უკრაინის შეიარაღებული ძალების 57 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

"ინტერპრესნიუსი"