ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში? - კვირის პალიტრა

ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში?

ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა, - ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო ჯგუფები მიდიან.

მომხდარის შესახებ ირანული მედია ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს და ოფიციალური დადასტურება, ჯერჯერობით, არ ყოფილა.

"ინტერპრესნიუსი"