ირანის შს მინისტრი ადასტურებს, რომ ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, „უხეში დაშვება“ განახორციელა - კვირის პალიტრა

ირანის შს მინისტრი ადასტურებს, რომ ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, „უხეში დაშვება“ განახორციელა

ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა და სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე მიდიან, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა აჰმედ ვაჰიდიმ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება დამატებით დეტალებს ელოდება.

ირანული საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ინციდენტში მონაწილე ვერტმფრენში რაისთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი და სხვა ოფიციალური პირებიც იმყოფებოდნენ.

ნახევრად ოფიციალურმა ირანულმა საინფორმაციო სააგენტო Fars-მა ირანელებს მოუწოდა პრეზიდენტ რაისისთვის ილოცონ.

მედია წერს, რომ ინციდენტი აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"