სტუდენტებმა მშვიდობის ხიდზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს - კვირის პალიტრა

სტუდენტებმა მშვიდობის ხიდზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონს ევროპის მოედანზე აპროტესტებდნენ, მსვლელობით მშვიდობის ხიდზე გადაინაცვლეს, საიდანაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.

ისინი სკანდირებენ: “საქართველოს გაუმარჯოს”, “არა რუსულ კანონს”, “საქართველო”, “სად მივდივართ? - ევროპაში!”.

მანამდე აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედანზე ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო, წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. აღნიშნულ კანონს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო.