"ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ადგილმდებარეობა, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის" - CNN - კვირის პალიტრა

"ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ადგილმდებარეობა, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის" - CNN

ზუსტი ადგილი, სადაც ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენი ჩამოვარდა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სამაშველო ოპერაციაში ჩართულმა სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს.

„თავრიზის საჰაერო ძალების მე-6 საბრძოლო ბაზის ვერტმფრენები ვარზეყანის რაიონში ჩავიდნენ სამაშველო ოპერაციების განხორციელების შესახებ ბრძანების შესაბამისად. ეს ვერტმფრენები სამაშველო ჯგუფთან ერთად, ვერტმფრენის ავარიის ზონაში გაიგზავნა, სამწუხაროდ, ოპერაცია ჩაიშალა არახელსაყრელი ამინდის გამო“, - განაცხადა ირანის მე-6 საჰაერო ძალების ბაზის მეთაურმა.

ოფიციალური პირების თქმით, მაშველებს სქელ ნისლსა და უკიდურეს სიცივესთან გამკლავება უწევთ.

ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეს ლენარჩიჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირი, ირანის მხრიდან დახმარების თხოვნის საპასუხოდ, ინციდენტთან დაკავშირებით, Copernicus EMS-ის სატელიტური რუკების სერვისს ააქტიურებს.