როგორ აღმოჩნდა პრინცესა დაიანას ბრილიანტის ჯვარი მეგან მარკლის სამკაულების კოლექციაში - "მიჭირს დავიჯერო, რომ მას 5 წელია ეს ყელსაბამი აქვს და აქამდე არ ჰკეთებია" - კვირის პალიტრა

როგორ აღმოჩნდა პრინცესა დაიანას ბრილიანტის ჯვარი მეგან მარკლის სამკაულების კოლექციაში - "მიჭირს დავიჯერო, რომ მას 5 წელია ეს ყელსაბამი აქვს და აქამდე არ ჰკეთებია"

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მე­გან მარ­კლმა და პრინცმა ჰა­რიმ სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე უარი თქვეს, მე­განს პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლე­ბის კო­ლექ­ცი­ის ნა­წი­ლი მა­ინც ერგო.

გა­სულ შა­ბათ-კვი­რას პრინც ჰა­რის­თან ერ­თად ნი­გე­რი­ა­ში ვი­ზი­ტი­სას 42 წლის მე­გან მარ­კლს ბრი­ლი­ან­ტის ჯვა­რი ეკე­თა. წყა­რო­ე­ბის თქმით, ეს ყელ­სა­ბა­მი მარ­კლს ქმარ­მა აჩუ­ქა და ის დე­და­მი­სის კერ­ძო კო­ლექ­ცი­ი­დან უნდა ყო­ფი­ლი­ყო. თუმ­ცა ძვირ­ფას­მა ყელ­სა­ბამ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მით­ქმა-მოთ­ქმა მა­ინც გა­მო­იწ­ვია.

"მე­გა­ნი სამ­კა­უ­ლებს თე­მა­ტუ­რად არ­ჩევს. მი­ჭირს და­ვი­ჯე­რო, რომ მას 5 წე­ლია ეს ყელ­სა­ბა­მი აქვს და აქამ­დე არ ჰკე­თე­ბია",- სა­უბ­რობ­და Page Six-ის გა­მო­ცე­მას­თან წყა­რო, რო­მე­ლიც მე­განს პი­რა­დად იც­ნობს.

ამას­თან უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ და­ი­ა­ნა, რო­მე­ლიც 1997 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, ამ სამ­კა­უ­ლით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არას­დროს გა­მო­ჩე­ნი­ლა. "ასე­თი სამ­კა­უ­ლი მას­ზე არას­დროს მი­ნა­ხავს. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები