ვინ უხელმძღვანელებს ირანს პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დაღუპვის შემდეგ?! - კვირის პალიტრა

ვინ უხელმძღვანელებს ირანს პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დაღუპვის შემდეგ?!

ირანის მთავრობის საგანგებო სხდომას, რომელიც ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გაიმართა, ვიცე-პრეზიდენტმა მოჰამედ მოხბერიმ უხელმძღვანელა, - ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობამ სამძიმარი გამოუცხადა უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის და ირანელ ერს და განაცხადა, რომ მუშაობას შეფერხების გარეშე გააგრძელებს. საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, მინისტრებმა ასევე პატივი მიაგეს გარდაცვლილ პრეზიდენტს და მის „დაუღალავ ძალისხმევას“.

BBC-ი წერს, რომ ირანის კონსტიტუციის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტს არ შეუძლია შეასრულოს თავისი მოვალეობები ავადმყოფობის, სიკვდილის ან იმპიჩმენტის და პარლამენტის მიერ გადაყენების გამო, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს - ამ შემთხვევაში მოჰამედ მოხბერს - ევალება მართოს ქვეყანა და პარლამენტის ხელმძღვანელებთან და სასამართლო ხელისუფლებასთან ერთად ზედამხედველობა გაუწიოს ახალი საპრეზიდენტო არჩევნებს ჩატარებას მაქსიმუმ 50 დღის განმავლობაში. თუმცა, ეს მხოლოდ უზენაესი ლიდერის დასტურის შემდეგ უნდა მოხდეს, რომლის სიტყვაც გადამწყვეტია ყველა სახელმწიფო საკითხზე.

"ინტერპრესნიუსი"