ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად მოჰამად მოხბერი დაინიშნა - კვირის პალიტრა

ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად მოჰამად მოხბერი დაინიშნა

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების დროებით ხელმძღვანელად ვიცე-პრეზიდენტი მოჰამად მოხბერი დაამტკიცა.

„მოხბერი მართავს აღმასრულებელ ხელისუფლებას და ვალდებულია, საკანონმდებლო და სასამართლო შტოს ხელმძღვანელებთან ერთად, მაქსიმუმ 50 დღის ვადაში ახალი პრეზიდენტის არჩევა მოაგვაროს“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

ამასთან, მან ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა.

„ვაცხადებ ხუთდღიან სახალხო გლოვას და ვუსამძიმრებ ძვირფას ირანელ ხალხს“,- ციტირებს საინფორმაციო სააგენტო IRNA ირანის უზენაეს ლიდერს.

IPN