"არაფერი მკითხოთ..." - დატოვეს თუ არა "იმედი" სალომე ღვინიაშვილმა და ნინი ბადურაშვილმა?
ქვეყანაში მიმდინარე აქციების ფონზე, პერიოდულად მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, პროტესტის ნიშნად სატელევიზიო არხებს ჟურნალისტები ან საკუთარი ნებით ტოვებენ, ან განსხვავებული აზრის გამო, სამსახურიდან ათავისუფლებენ. შეგახსენებთ, "პოსტვის" წამყვანი ანი ამილახვარი "ფეისბუქზე" წერდა, რომ განსხვავებული აზრის გამო, ტელევიზია დაატოვებინეს.
ასევე გააჩერეს გადაცემა, რომლის წამყვანიც ირმა სოხაძე გახლდათ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამის მიზეზიც სოხაძის განსხვავებული პოზიცია გახდა, თუმცა მან ეს უარყო.
5 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "იმედი“ რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა. როგორც სხვადასხვა მედია წერდა, არხიდან წასულთა შორის იყვნენ ძირითადად, გასართობი გადაცემების წამყვანები, მათ შორის "იმედის დილისა“ და "პრაიმშოუს“.
სიაში მოხვდნენ დილის გადაცემის წამყვანები - ეკა ამირეჯიბი, ზურა ბალანჩივაძე და ნათია ორველაშვილი. რაც შეეხება "პრაიმშოუს“ - ნინი ბადურაშვილი და სალომე ღვინიაშვილი.
"იმედის" იმ წამყვანებში, ვინც მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ კრიტიკული პოსტები გამოაქვეყნეს, იყვნენ ნინი ბადურაშვილი და სალომე ღვინიაშვილი.
"ბავშვებს ხელს ნუ ურტყამთ", - წერდა ნინი, ხოლო სალომე ღვინიაშვილმა "ინსტაგრამის" სთორიში, დარბევის დროს გადაღებულ ვიდეო გაავრცელა.
ვინ დატოვა რეალურად ტელევიზია? გააგრძელეთ კითხვა