(VIDEO) "ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები" - რას ამბობს დავით ქაცარავა კლინიკის დატოვების შემდეგ - კვირის პალიტრა

(VIDEO) "ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები" - რას ამბობს დავით ქაცარავა კლინიკის დატოვების შემდეგ

"ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა, და­ვით ქა­ცა­რა­ვამ ინ­გო­როყ­ვას სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა და­ტო­ვა.

რო­გორც მან კლი­ნი­კის და­ტო­ვე­ბი­სას ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­უბ­რუნ­დეს ოკუ­პა­ცი­ის ხაზს და ქუ­ჩა­ში პრო­ტესტს.

"ჩანს კვა­ლი, რო­გორ მახ­რჩობ­დნენ ე.წ. სპეც­რაზ­მე­ლე­ბი, იმი­ტომ, რომ მათ სპეც­რაზმთან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვთ, ისი­ნი უბ­რა­ლოდ ჯა­ლა­თე­ბი არი­ან. ჩემი გა­გუდ­ვის მცდე­ლო­ბა იყო, საკ­მა­ოდ ბრუ­ტა­ლუ­რი. ეს ხდე­ბა ბოლო ცე­მის დროს, რო­დე­საც ყვე­ლა­ზე სას­ტი­კად გა­მის­წორ­დნენ ჯა­ლა­თე­ბი", - აღ­ნიშ­ნა ქა­ცა­რა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, პო­ლი­ცი­ის მხრი­დან და­ვით ქა­ცა­რა­ვას მი­მართ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე, სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. მე­უღ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან მიმ­დი­ნა­რე ერთ-ერთი აქ­ცი­ის დროს, და­ვით ქა­ცა­რა­ვას და­კა­ვე­ბი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

IPN

ასევე დაგაინტერესებთ ინტერვიუ, რომელიც დაიბეჭდა გაზეთში "კვირის პალიტრა", სადაც დავით ქაცარავას მეუღლე - სოფია ხაჭაპურიძე დეტალურად ჰყვება რა მოხდა აქციაზე და რას აპირებს ოჯახი სასტიკად ცემის ფაქტთან დაკავშირებით - „მინდა ეს საქმე წამების მუხლით სტრასბურგამდე მივიდეს“