ჰააგის სასამართლოს პროკურორი ბენიამინ ნეთანიაჰუსა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს - კვირის პალიტრა

ჰააგის სასამართლოს პროკურორი ბენიამინ ნეთანიაჰუსა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს

სისხლის სამართლის სასამართლოს საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანიმ ომის დანაშაულებისთვის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და „ჰამასის“ ლიდერის დაპატიმრების ორდერი მოითხოვა.

კარიმ ხანის განცხადებით, არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ აღნიშნულ პირებს, სულ მცირე 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ჩადენილი ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

„ჩემი ოფისის მიერ შეგროვებული და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, მაქვს გონივრული საფუძველი ვიფიქრო, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს ეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა პალესტინის სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ღაზას სექტორში), სულ მცირე 2023 წლის 8 ოქტომბრიდან, ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო“, - განაცხადა კარიმ ხანმა.

მისივე განმარტებით, ასევე აქვს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ღაზის სექტორში „ჰამასის" ხელმძღვანელს, იაჰია სინვარის, ალ-ყასამის ბრიგადების მთავარსარდალსა და „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელს ეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ისრაელისა და პალესტინის სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ღაზას სექტორში) სამხედრო დანაშაულების და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულების ჩადენაზე, სულ მცირე, 2023 წლის 7 ოქტომბრიდან.

"ინტერპრესნიუსი"