"ბიჭები უკვე შინ მოასვენეს" - ცნობილი ხდება სვანეთში მომხდარ ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა - კვირის პალიტრა

"ბიჭები უკვე შინ მოასვენეს" - ცნობილი ხდება სვანეთში მომხდარ ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა

20 მა­ისს, დი­ლით, ზუგ­დი­დი-მეს­ტი­ის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე, სო­ფელ ეცე­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც ძმე­ბი ლერი და რო­ლანდ პა­კე­ლი­ა­ნე­ბი ის­ხდნენ, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვარ­და. ძმე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ. რა გახ­და ავ­ტო­ა­ვა­რი­ის მი­ზე­ზი, ეს გა­მო­ძი­ე­ბით გა­ირ­კვე­ვა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძმე­ბი პა­კე­ლი­ა­ნე­ბი ეცე­რის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი არი­ან. ახლა სო­ფე­ლი გლო­ვობს სი­ცო­ცხლით სავ­სე ბი­ჭებს.

"ლერი და რო­ლან­დი იყ­ვნენ მან­ქა­ნა­ში, ორი­ვე ად­გილ­ზეა და­ღუ­პუ­ლი. ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი დღეს დი­ლით მოხ­და. ახლა მათ სახ­ლში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია შეკ­რე­ბი­ლი და ლა­მის არის გული გა­მის­კდეს, ისე გან­ვიც­დი ამ ამ­ბავს. ეს არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო. ძნე­ლია ასეთ დროს რა­ი­მე სა­ნუ­გე­შო უთხრა მისი ოჯა­ხის წევ­რებს. მის გა­ნად­გუ­რე­ბულ მშობ­ლებს, რომ­ლებ­მაც ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი და­ა­ტყდათ თავს.

ძმე­ბი ეცერ­ში ცხოვ­რობ­დნენ, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ­ცერ­თი არ ყო­ფი­ლა. ლერი უფ­რო­სია, 41 წლის იქ­ნე­ბო­და, ხოლო რო­ლან­დი 35 წლის იყო.

გააგრძელეთ კითხვა