"ტასომ" სკოლა დაამთავრა - რას წერს მსახიობის დედა? - კვირის პალიტრა

"ტასომ" სკოლა დაამთავრა - რას წერს მსახიობის დედა?

ქეთა ორბელაძემ, რომელიც ქართველმა მაყურებელმა ტასოს სახელით გაიცნო და შეიყვარა სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“, სკოლა დაამთავრა.

სკოლაში, ქეთა ორბელაძის „ბოლო ზარის“ აღსანიშნავ ღონისძიებაზე გადაღებულ ფოტოებს მისი დედა, თამუნა ბრეგვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ჩემი ქეთა, ჩემი კეთილშობილი და ჭკვიანი გოგო სკოლას ამთავრებს, ბოლო ზარი აქვს როგორი ბედნიერი, ლაღი და წარმატებული ბავშვობაც გქონდა, ისეთივე მომავალს გისურვებ დეე.აგისრულდეს ყველა შენი ჩანაფიქრი უფლისგან დალოცვილი გზით გევლოს," - წერს ქეთა ორბელაძის დედა.