"უსასრულოდ გაგრძელდა ლეწვის ეს პროცესი... ბოლოს ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი - მოკალი ამის დედას ..." - რას წერს დავით ქაცარავა? - კვირის პალიტრა

"უსასრულოდ გაგრძელდა ლეწვის ეს პროცესი... ბოლოს ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი - მოკალი ამის დედას ..." - რას წერს დავით ქაცარავა?

"ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი, და­ვით ქა­ცა­რა­ვა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ა­ზე და­ა­კა­ვე­ბის შემ­დეგ სპეც­რაზ­მის მხრი­დან მისი ცე­მის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს.

ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "პოსტს" აქ­ვეყ­ნებს და აღ­წერს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბებს.

"რას და­ეთ­რე­ვი ამ სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე, შენი ..., შე­მა­გი­ნა ე.წ. სპეც­რაზ­მელ­მა. დარ­ტყმა, გი­ნე­ბა, მუშ­ტე­ბის და წიხ­ლე­ბის წვი­მა მოყ­ვა ამ სი­ტყვებს. სვა­ვე­ბი­ვით მო­მე­სივ­ნენ შავ სპე­ც­ფორ­მებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ჯა­ლა­თე­ბი.

მო­ე­წო­ნათ ჩემი სამ­ხედ­რო ჩან­თა და ამაგ­ლი­ჯეს ეგ­რე­ვე.

ჯი­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი სა­ფუ­ლე გა­შა­ლეს, და­ი­ნა­ხეს ფული და ეგ­რე­ვე ჯი­ბე­ში იტა­კა ერთ-ერ­თმა შავ­რაზ­მელ­მა.

ტე­ლე­ფო­ნი კი­დევ ვი­ღა­ცის ჯი­ბე­ში აღ­მოჩ­ნდა წა­მებ­ში.

კა­რა­ბინ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბულ ხელ­თათ­მანს და მან­ქა­ნის გა­სა­ღებს ვე­რა­ფე­რი მო­უ­ხერ­ხეს, ტან­ზე და­მაგ­რე­ბულ ტაქ­ტი­კურ ჩან­თა­საც ვე­რა­ფე­რი გა­უ­გეს და რამ­დე­ნი­მე წუ­თით თავი და­მა­ნე­ბეს.

მთა­ვა­რი მოქ­მე­დე­ბა კი მე­ო­რე, დიდი ცე­მის შემ­დეგ და­ი­წყო, რო­დე­საც უკვე 10-12 სპე­ცჯა­ლა­თის მიერ ნა­ცე­მი, ფურ­გონ­ში შე­მაგ­დეს.

ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ზურგს უკან შეკ­რულ ხე­ლე­ბი­ანს, 3-4 ჯა­ლა­თი უმო­წყა­ლოდ მცემ­და.

სას­ტი­კად, გა­მიზ­ნუ­ლად. და­მიზ­ნე­ბით თავ­ში, სა­ხე­ში.

ხე­ლებ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი, კას­ტე­ტი­ა­ნი ხელ­თათ­მა­ნით, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად და­ყე­ნე­ბუ­ლი დარ­ტყმე­ბით მი­ლე­წავ­დნენ სა­ხის ძვლებს.

მე­სა­მე ცემა მან­ქა­ნა­ში, ჯამ­ში მე­ხუ­თე, ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი გა­მოდ­გა.

შეგ­რძნე­ბით, უსას­რუ­ლოდ გაგ­რძელ­და ლეწ­ვის ეს პრო­ცე­სი.

ბო­ლოს ყურ­ში ჩა­მეს­მა ერთ-ერთი ჯა­ლა­თის შე­ძა­ხი­ლი - მო­კა­ლი ამის დე­დას ....! ეგ­რე­ვე ვიგ­რძე­ნი ჩემს კი­სერ­ზე შე­მო­ჭე­რი­ლი ყელ­სა­ბა­მის ძალა - მგუ­დავ­დნენ.

არ ვიცი, რამ­დე­ნი ხანი გავ­ძე­ლი, რამ­დენ ხანს მგუ­დავ­დნენ.

უკვე ვფიქ­რობ­დი, რომ ცე­მა­ში სულს ამომ­ხდიდ­ნენ.

მე­ხუ­თე ცემა დას­რულ­და, რო­დე­საც ჩემი გა­სის­ხლუ­ლი და და­ლე­წი­ლი სახე გა­და­უგ­ზავ­ნეს თა­ვის დამ­კვე­თებს.

ჯა­ლა­თე­ბო და ამ ეკ­ზე­კუ­ცი­ის დამ­კვე­თე­ბო!

მად­ლო­ბას გიხ­დით იცით რის­თვის?

კი­დევ ერთხელ და­მარ­წმუ­ნეთ იმა­ში, რომ ამ ქვე­ყა­ნას დღეს რუ­სე­ბი მარ­თა­ვენ და ჩვენ, ამ ქვეყ­ნის თა­ვი­სუ­ფალ შვი­ლებს უკან და­სა­ხე­ვი გზა არ გვაქვს, ჩა­ხერ­გი­ლია გზე­ბი და ჩვენ მხო­ლოდ რუ­სულ რე­ჟიმ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა გა­დაგ­ვარ­ჩენს!

ჩვენ ამ ტე­რო­რით ვერ დაგ­ვა­ში­ნებთ, ჩვენ გორ­გას­ლის, აღ­მა­შე­ნებ­ლის, 300 არაგ­ვე­ლის, იუნ­კე­რე­ბის და აფხა­ზე­თის გმი­რე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი ვართ, ჩვენ­ში ან­წუ­ხე­ლი­ძის და ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის სის­ხლი ჩქეფს, ჩვე­ნი ცო­ცხა­ლი გმი­რე­ბი დღეს რუ­სეთს ამარ­ცხე­ბენ უკ­რა­ი­ნა­ში!

ჩვენ ეს სის­ხლი გვაქვს, თქვენ კი ილი­ას მკვლე­ლის სის­ხლი გილ­პე­ბათ ძარ­ღვებ­ში!

ჩვენ ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებთ და თქვენ, ჯა­ლა­თებს, ვის­თვი­საც ღირ­სე­ბა ბან­კო­მა­ტებ­თან ასო­ცირ­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად და­მარ­ცხდე­ბით და აღ­მოჩ­ნდე­ბით ის­ტო­რი­ის სა­ნაგ­ვე­ზე!

ჩვე­ნია გა­მარ­ჯვე­ბა!

ძალა ერ­თო­ბა­შია!

ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი!",- წერს ქა­ცა­რა­ვა, რო­მელ­მაც კლი­ნი­კა დღეს და­ტო­ვა.

ცნო­ბის­თვის, პო­ლი­ცი­ის მხრი­დან და­ვით ქა­ცა­რა­ვას მი­მართ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე, სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

ambebi.ge