სირიის პირველ ლედის ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს - კვირის პალიტრა

სირიის პირველ ლედის ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს

სირიის პირველ ლედის, ასმა ალ-ასადს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 48 წლის ასმა მკურნალობის სპეციალურ კურსს გაივლის, რომელიც მის იზოლირებას ითვალისწინებს და შედეგად, სირიის პირველი ლედი საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ცნობისთვის, 2019 წელს, ბაშარ ალ-ასადის მეუღლემ გამოაცხადა, რომ მან მკერდის კიბო დაამარცხა, რომლის გამოვლენა ადრეულ ეტაპზე მოხდა.