“რასაც მშობელი შვილს ეუბნება, არსად იკარგება... შეიძლება არც მოგისმინოს, პროტესტიც ჰქონდეს, მაგრამ…” - კვირის პალიტრა

“რასაც მშობელი შვილს ეუბნება, არსად იკარგება... შეიძლება არც მოგისმინოს, პროტესტიც ჰქონდეს, მაგრამ…”

მაია ჯაბუა და მისი ქალიშვილი ლიზა, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა ამერიკიდან, ლელა წურწუმიას გადაცემას სტუმრობდნენ და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრეს, მათი დედაშვილობიდან. ლიზამ აღნიშნა, რომ დედასთან ძალიან მეგობრობს და მის მხარდაჭერას მუდამ გრძნობს. ხანდახან ამერიკაში მყოფს, ძილის წინ, ნოსტალგიაც შემოაწვება და დედასთან ჩახუტება ენატრება ხოლმე.

მაიას თქმით, იყო რთული, გარდატეხის პერიოდები, თუმცა მისივე გამოცდილებით, მშობელი მუდამ უნდა ესაუბროს ბავშვს, ემეგობროს და მისი რჩევები როდისღაც მას აუცილებლად გამოადგება.

"დავრწმუნდი, რომ რასაც მშობელი შვილს ეუბნება, არსად იკარგება... შეიძლება არც მოგისმინოს, პროტესტიც ჰქონდეს, მაგრამ მერე, დრო რომ გადის, აუცილებლად ამოუტივტივდება და გამოადგება. ჩემი მშობლების მაგალითზეც დავრწმუნდი და ჩემს მაგალითზეც, როგორც მშობლის", - ამბობს მაია.

ვიდეო იხილეთ ლინკზე