ტატო გრიგალაშვილმა ისტორია დაწერა - ზედიზედ მესამედ, ის მსოფლიო ჩემპიონია - კვირის პალიტრა

ტატო გრიგალაშვილმა ისტორია დაწერა - ზედიზედ მესამედ, ის მსოფლიო ჩემპიონია

აბუ და­ბი­ში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­სა­მე სა­შე­ჯიბ­რო დღეს ტატო გრი­გა­ლაშ­ვილ­მა (81 კგ)გრი­გა­ლაშ­ვილ­მა გა­დამ­წყვეტ ბრძო­ლამ­დე ტიმო კა­ვე­ლი­უ­სი (გერ­მა­ნია), ვე­დატ ალ­ბა­ი­რა­კი (თურ­ქე­თი), სო­მონ მახ­მად­ბე­კო­ვი (ტა­ჯი­კე­თი) და იონხვან ლი (სამ­ხრეთ კო­რეა) და­ა­მარ­ცხა, ხოლო ფი­ნალ­ში ტი­მურ არ­ბუ­ზოვს (რუ­სე­თი) აჯო­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გრი­გა­ლაშ­ვილს თა­ვის არე­ში სის­ხლი წა­მო­უ­ვი­და, ორ­ჯერ აღ­მო­უ­ჩი­ნეს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, მაგ­რამ მა­ინც მო­ი­პო­ვა დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, ამა­ვე წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში მედ­ლის გა­რე­შე დარ­ჩა დი­მიტ­რი გო­ჩი­ლა­ი­ძე, რო­მელ­მაც მი­ხა­ილ ლა­ტი­შევს (მოლ­დო­ვა), ად­რი­ან სულ­კა (რუ­მი­ნე­თი), ან­ტო­ნიო ეს­პო­ზი­ტოს (იტა­ლია) და ბერნდ ფა­შინგს (ავ­სტრია) სძლია, ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი არ­ბუ­ზოვ­თან, მე­სა­მე ად­გი­ლის­თვის ბრძო­ლა კი მახ­მად­ბე­კოვ­თან დათ­მო.