ჯვრისწერა "ადიდასის" სპორტულებში და სიყვარულის ახსნა საჯაროდ - რა არის ცნობილი ტატო გრიგალაშვილის პირად ცხოვრებაზე? - კვირის პალიტრა

ჯვრისწერა "ადიდასის" სპორტულებში და სიყვარულის ახსნა საჯაროდ - რა არის ცნობილი ტატო გრიგალაშვილის პირად ცხოვრებაზე?

24 წლის ტატო გრი­გა­ლაშ­ვი­ლი სამ­გზის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნია. აბუ და­ბი­ში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სპორ­ტსმენ­მა 81 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­დამ­წყვეტ ბრძო­ლამ­დე ტიმო კა­ვე­ლი­უ­სი (გერ­მა­ნია), ვე­დატ ალ­ბა­ი­რა­კი (თურ­ქე­თი), სო­მონ მახ­მად­ბე­კო­ვი (ტა­ჯი­კე­თი) და იონხვან ლი (სამ­ხრეთ კო­რეა) და­ა­მარ­ცხა, ხოლო ფი­ნალ­ში ტი­მურ არ­ბუ­ზოვს (რუ­სე­თი) აჯო­ბა.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა შე­ჯიბ­რის დროს გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ გრი­გა­ლაშ­ვილს თა­ვის არე­ში ჭრი­ლო­ბი­დან სის­ხლი მოს­დის. მას ორ­ჯერ აღ­მო­უ­ჩი­ნეს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა.

ტა­ტოს ან­გა­რიშ­ზე ჯამ­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის 4 მე­და­ლია, სა­ი­და­ნაც 3 ოქრო და ერთი ვერ­ცხლია.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

ტატო გრი­გა­ლაშ­ვი­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტია, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი სამ­ჯერ გახ­და. წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, ცნო­ბი­ლია, რომ სპორ­ტსმენს ჰყავს მე­უღ­ლე თაკო გო­გო­ლა­ძე და 2 წლის ვაჟი.

"თა­კოს სული და გული ხარ. მალე გული გა­მის­კდე­ბა ამ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბით, ჯერ კი­დევ ხე­ლე­ბი მი­კან­კა­ლებს. სა­უ­კე­თე­სო მი­ძღვნა მსოფ­ლი­ო­ში" - წერს სპორ­ტსმე­ნის მე­უღ­ლე შთამ­ბეჭ­და­ვი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ.

წყვილ­მა ჯვა­რი 2020 წელს და­ი­წე­რა.

"გი­ჟუ­რი ის­ტო­რი­ის მთა­ვა­რი გი­ჟო­ბა - უცებ და­ვი­წე­რე ჯვა­რი "ადი­და­სის" სპორ­ტუ­ლებ­ში. ჩვენს შო­რის ღმერ­თმა გა­ი­ა­რა.“ - წერ­და სპორ­ტსმე­ნის მე­უღ­ლე. იხილეთ სრულად