"მჯე­რო­და, მთებს გა­დავ­დგამ­დი, ვე­რა­ფე­რი მო­მე­რე­ო­და, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არას­დროს მა­წყე­ნი­ნებ­და, ყვე­ლა­ფერს ავა­წყობ­დი..." - რა ფოტოს აქვეყნებს ხათუნა სამნიძე? - კვირის პალიტრა

"მჯე­რო­და, მთებს გა­დავ­დგამ­დი, ვე­რა­ფე­რი მო­მე­რე­ო­და, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არას­დროს მა­წყე­ნი­ნებ­და, ყვე­ლა­ფერს ავა­წყობ­დი..." - რა ფოტოს აქვეყნებს ხათუნა სამნიძე?

პარ­ლა­მენ­ტა­რი ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე "ფე­ის­ბუქ­ში" ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს და წერს:

"ბოლო ზა­რის ლა­მაზ­მა ფო­ტო­ებ­მა გა­მახ­სე­ნა… ეს ჩემი ოთხმოც­და­ა­თი­ა­ნე­ბის სკო­ლის დამ­თავ­რე­ბაა.

მჯე­რო­და, მთებს გა­დავ­დგამ­დი, ვე­რა­ფე­რი მო­მე­რე­ო­და, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არას­დროს მა­წყე­ნი­ნებ­და, ყვე­ლა­ფერს ავა­წყობ­დი, მი­ზანს მი­ვაღ­წევ­დი, ყვე­ლა­ფერს...

არა, რა­ღა­ცე­ბი კარ­გად გა­დავ­დგი-გად­მოვ­დგი, აღ­მარ­თზე სი­ა­რუ­ლიც ვის­წავ­ლე, მაგ­რამ იმ­დრო­ინ­დე­ლი თავ­და­ჯე­რე­ბა და სი­ლა­ღე რა მა­გა­რია, მერე მიზ­ნებ­საც რა­ღაც ემარ­თე­ბა, დი­ნე­ბას მი­ყო­ლა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რამ ხდე­ბა, ბა­რი­ე­რის წინ შე­ყოვ­ნე­ბაც გი­წევს და ში­შე­ბიც იცო­ცხლე, ისე­თი ბევ­რი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია.

ჰოდა, მინ­და ჩვე­ნი მა­გა­რი გო­გო­ე­ბი და ბი­ჭე­ბი, დღეს რომ ხელ­მო­წე­რე­ბით აჭ­რე­ლე­ბუ­ლე­ბი გულს გვი­ხა­რე­ბენ, სულ ასე ლა­ღე­ბი, მაგ­რე­ბი, მი­ზან­და­სა­ხუ­ლე­ბი, ძლი­ე­რე­ბი და რწმე­ნით სავ­სე­ნი იყ­ვნენ მე­რეც, სულ!

ჩვენც, ჩვენც, ისე­თი დრო გა­მო­ვი­ა­რეთ, სულ უნდა გვქონ­დეს თვითრწმე­ნა და ცხოვ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი სხვა­ნა­ი­რად არ შე­იძ­ლე­ბა. Life is beautiful..."