მე-20 საუკუნის ისტორია, რომელიც უნდა იცოდე - კვირის პალიტრა

მე-20 საუკუნის ისტორია, რომელიც უნდა იცოდე

მსოფ­ლიო სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყა­ლიბ­დე­ბო­და ისე­თად, რო­გო­რიც დღეს არის. ამ პრო­ცეს­ში არა­ერ­თმა ადა­მი­ან­მა თუ მოვ­ლე­ნამ გარ­დამ­ტე­ხი როლი შე­ას­რუ­ლა. თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს ფორ­მი­რე­ბა­ში კი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბი იყო.

გა­გაც­ნობთ რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ფაქტს 20 სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რი­ი­დან, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა აქამ­დე არ იცო­დით ან უბ­რა­ლოდ, არ გახ­სოვ­დათ.

პერლ ჰარ­ბო­რი

1941 წელს ია­პო­ნი­ამ ჰა­ვა­ი­ში მდე­ბა­რე ამე­რი­კის სა­ზღვაო ბა­ზას მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ომის გა­მო­უ­ცხა­დებ­ლად შე­უ­ტია. 350 თვითმფრი­ნა­ვი ამე­რი­კულ ფლოტს თავს და­ეს­ხა. შე­ტა­კე­ბა 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და. ია­პო­ნე­ლებ­მა და­ა­ზი­ა­ნეს 21 ამე­რი­კუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი, და­ი­ღუ­პა 2300-ზე მეტი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე. პრე­ზი­დენ­ტმა რუზ­ველტმა 7 დე­კემ­ბერს უწო­და - „დღე, რო­დე­საც სირ­ცხვი­ლი ვჭა­მეთ.“

ია­პო­ნე­ლებ­მა პერლ-ჰარ­ბო­რის მოვ­ლე­ნის შემ­დეგ იმ­პე­რია გა­ნავ­რცეს. მათ აზი­ის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი, მათ შო­რის, ბრი­ტა­ნუ­ლი კო­ლო­ნია ჰონ­კონ­გი და წყნა­რი ოკე­ა­ნის კუნ­ძუ­ლე­ბი და­ი­კა­ვეს. 1942 წლი­დან აშშ-მა და მო­კავ­ში­რე­ებ­მა ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ნელ-ნელა და­იბ­რუ­ნეს, მაგ­რამ ამას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა.

რუ­სე­თის ატო­მუ­რი ამ­ბე­ბი

1949 წლის აგ­ვის­ტო­ში, ია­პო­ნი­ის ქა­ლა­ქე­ბის, ნა­გა­სა­კი­სა და ჰი­რო­სი­მას - თავ­ზე ამე­რი­კე­ლე­ბის მიერ მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ატო­მუ­რი ბომ­ბე­ბის ჩა­მოგ­დე­ბი­დან 4 წე­ლი­წად­ში, სსრკ-მ სა­კუ­თა­რი ატო­მუ­რი ბომ­ბი გა­მო­ცა­და. ეს იყო პლუ­ტო­ნი­უ­ის ბომ­ბის საც­დე­ლი აფეთ­ქე­ბა ყა­ზა­ხეთ­ში, სე­მი­პა­ლა­ტინ­სკის პო­ლი­გონ­ზე. ბომბს მეტ­სა­ხე­ლად „პირ­ვე­ლი ელვა“ უწო­დეს. მისი სიმ­ძლავ­რე ნა­გა­სა­კი­სა­ზე ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი ბომ­ბი­სას უტოლ­დე­ბო­და. სსრკ-ში ატო­მუ­რი ბომ­ბი იმა­ზე ადრე გა­მო­ცა­დეს, ვიდ­რე ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ვა­რა­უ­დობ­დნენ. ამის შემ­დეგ ყვე­ლა ატო­მუ­რი ომის სა­შიშ­რო­ე­ბამ შე­აძ­რწუ­ნა.

ბერ­ლი­ნის კედ­ლის დან­გრე­ვა

ბერ­ლი­ნის კე­დე­ლი 1961 წლი­დან აღ­მარ­თუ­ლი იყო, რო­გორც და­სავ­ლეთ­სა და აღ­მო­სავ­ლეთს შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტის სიმ­ბო­ლო. 1989 წელს უნ­გრეთ­მა ავ­სტრი­ას­თან სა­ზღვა­რი გახ­სნა, რა­მაც ათა­სო­ბით აღ­მო­სავ­ლეთ­გერ­მა­ნელს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, ავ­სტრი­ის გავ­ლით და­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­სუ­ლი­ყო. აღ­მო­სავ­ლე­თით გერ­მა­ნი­ა­ში ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო გა­მოს­ვლე­ბი და­ი­წყო და, სა­ბო­ლო­ოდ, აღ­მო­სავ­ლეთ­გერ­მა­ნე­ლებს თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის ნე­ბარ­თვა მის­ცეს. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი სა­კონ­ტრო­ლო-გამ­შვებ პუნ­ქტს მი­ა­წყდა და ბერ­ლი­ნის კე­დე­ლი გა­იხ­სნა.

„ალ-ქა­ი­დას“ წარ­მო­შო­ბა

1979 წელს, როცა რუ­სე­თი ავ­ღა­ნეთ­ში შე­იჭ­რა, ავ­ღა­ნელ მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და მო­ჯა­ჰე­დებს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის იდე­ა­ლის­ტი მუს­ლი­მე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ. საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის მარ­ცხის შემ­დეგ ორ­გა­ნი­ზა­ცია „ალ-ქა­ი­და“ გაძ­ლი­ერ­და. ავ­ღა­ნე­თის შემ­დგომ „ალ-ქა­ი­და“ სა­უ­დის არა­ბეთ­საც გა­დას­წვდა, რად­გან მი­აჩ­ნდა, რომ მუ­ჰა­მე­დის სამ­შობ­ლო­ში აშშ-ს სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი არ უნდა ჰქო­ნო­და. აშშ-იშ სტრა­ტე­გი­ულ ობი­ექ­ტებ­ზე თავ­დას­ხმა და­ი­წყო არა მხო­ლოდ სა­უ­დის არა­ბეთ­ში, არა­მედ იე­მენ­ში, კე­ნი­ა­სა და ტან­ზა­ნი­ა­ში.

ომი სპარ­სე­თის ყუ­რე­ში

1990 წელს ერა­ყის მმარ­თვე­ლის, სა­დამ ჰუ­სე­ი­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ქუ­ვე­ით­ში შეჭ­რის შემ­დეგ, აშშ-სა და გა­ე­როს მე­თა­უ­რო­ბით ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი კო­ა­ლი­ცი­ის არ­მი­ებ­მა 1991 წლის იან­ვარ­ში უდაბ­ნოს შტორ­მის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია წა­მო­ი­წყეს. 1991 წე­ლის თე­ბერ­ვლის ბო­ლოს ერაყ­მა ქუ­ვე­ი­თი და­ტო­ვა და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, გა­ე­როს რე­ზო­ლუ­ცი­ებს და­თან­ხმე­ბო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ერაყ­სა და აშშ-ს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა იზ­რდე­ბო­და.

ეს გახ­ლავთ რამ­დე­ნი­მე ამო­ნა­რი­დი „მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ის“ ხუ­თტო­მე­უ­ლის მე­ხუ­თე ტო­მი­დან, რო­მელ­შიც კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში უდი­დე­სი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის - პირ­ვე­ლი და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომე­ბის ამ­ბებს წა­ი­კი­თხავთ, შემ­დგომ დამ­დგა­რი ცივი ომის პე­რი­ოდს, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლი­სას, პოსტსაბ­ჭო­თა ეპო­ქა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ ურ­თუ­ლეს პრო­ცე­სებ­საც გა­ეც­ნო­ბით. ტო­მე­უ­ლი XXI სა­უ­კუ­ნის გა­მოწ­ვე­ვე­ბით სრულ­დე­ბა.

ხუ­თტო­მე­უ­ლი „პა­ლიტ­რა L-ის“ სე­რი­აა, რო­მელ­შიც ჩვე­ნი სამ­ყა­როს თავ­გა­და­სა­ვა­ლია მო­თხრო­ბი­ლი, და­სა­ბა­მი­დან დღემ­დე. ”მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ის“ ეს გა­მო­ცე­მა მკი­თხველ­თა ფარ­თო წრის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი. მას ინ­ტე­რე­სით გა­ეც­ნო­ბა ყვე­ლა, ვი­ნა­ი­დან და­წე­რი­ლია ლა­კო­ნი­უ­რად, ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბი ენით დიდი ამ­ბე­ბი პა­ტარ-პა­ტა­რა თა­ვე­ბა­დაა და­ყო­ფი­ლი. წიგ­ნი გა­ჯე­რე­ბუ­ლია ილუსტრა­ცი­ე­ბით და უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო­მა­სა­ლით.

ხუ­თტო­მე­უ­ლის ოთხი წიგ­ნი უკვე გა­მო­ცე­მუ­ლია, მე­ხუ­თე სე­რია კი პირ­ვე­ლი წიგ­ნი 20 მა­ი­სი­დან იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი და წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 18 ლარი იქ­ნე­ბა.

წიგ­ნის შე­ძე­ნა შე­გეძ­ლე­ბათ "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში ან პრე­სის გა­მავ­რცე­ლე­ბელ ჯი­ხუ­რებ­ში. ასე­ვე, შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვთ, გახ­დეთ სე­რი­ის გა­მომ­წე­რი, ამის­თვის და­რე­კეთ ნო­მერ­ზე: 032 2 47 00 45 ან ეწ­ვი­ეთ ვებგ­ვერდს.

R