მაკა ასათიანი ოჯახის სიწმინდის დღეზე გამოჩნდა - ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალი ჭაღარა თმით და ახალი გატაცებით: დიზაინერი ხატწერით დაინტერესდა
პანდემიის პერიოდში, მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავებმა ნატურალიზმი აირჩიეს და თმის ხელოვნურად შეღებვაზე უარი თქვეს. იმ პერიოდში ხშირად ვრცელდებოდა ცნობილი ქალების ფოტოები, რომლების კამერებთან ჭაღარა თმით პოზირებდნენ.
მას შემდეგ, ნატურალიზმი ერთგვარ მოდად იქცა და ბევრი ქალი, დღემდე უარს ამბობს თმის შეღებვაზე და ჭაღარით პოზირებს წითელ ხალიჩაზეც კი. ამ მოდას ქართველები არ აჰყოლიან, მაგრამ ორი კვირის წინ, ჯაბა დიასამიძის ჩვენებაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა შვეიცარიიდან დაბრუნებულმა მაკა ასათიანმა, რომელიც საღამოზე სრულიად ჭაღარა მივიდა.
წყარო გვიყვება, რომ დიზაინერი და ცნობილი ქართველი ქალი, ბოლო დროს ნატურალიზმს ანიჭებს უპირატესობას.
საქართველოში სტუმრად მყოფი მაკა 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად გამართულ მსვლელობასაც დაესწრო. დიზაინერს შავი კაბა აცვია და ყელზე შინდისფერი შარფი აქვს მოხვეული.
როგორც წყარო გვიყვება, მაკა ახლოს იცნობს ვაკის მაცხოვრის ტაძრის მოძღვარ შალვა კეკელიას. კადრებში ჩანს, რომ ისინი თბილად ესაუბრებიან ერთმანეთს. ჩვენი ინფორმაციით, ბოლო დროს მაკა ხატმწერი გახდა.